ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 78 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 78 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 78 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, დრონების თითქმის ნახევარი - 32 დრონი - ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 19 უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 17 - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 6 - ბელგოროდის ოლქში, 2 უპილოტო საფრენი აპარატი - ლიპეცკის ოლქში, თითო-თითო დრონი კი - როსტოვისა და ტამბოვის ოლქების ტერიტორიებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.