ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე 107 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე 107 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 107 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი - 34 დრონი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ამასთან, 30 დრონი გაანადგურეს ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე, 18 – ლიპეცკის ოლქში, 7 - კალუგას ოლქის ტერიტორიაზე, 4 - როსტოვის ოლქში, 4 - აზოვის ზღვის თავზე, სამ-სამი უპილოტო საფრენი აპარატი ტამბოვის ოლქისა და მოსკოვის რეგიონის ტერიტორიებზე ჩამოაგდეს, ორი - ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე და თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი - ვორონეჟისა და ტულას ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.