პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 158 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 67 დრონი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, 29 დრონი როსტოვის ოლქში, 15 ჩრდილოეთ ოსეთში, 11 ვორონეჟის ოლქში, 10 კურსკის, 5 ბელგოროდის, 3 ოკუპირებულ ყირიმში, 2 პენზის ოლქში, თითო-თითო სტავროპოლის მხარეში, ორიოლისა და სარატოვის ოლქებში, 7 დრონი აზოვის ზღვის, ხოლო 6 შავი ზღვის თავზე.
რუსული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადისა და გროზნოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.