არქივი12 აპრილი, 2025, 11:35
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 36 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 დრონი კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 13 როსტოვის ოლქში, 2-2 ირიოლისა და ბელგოროდის ოლქებში, 1 დრონი კი კრასნოდარის მხარეში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.