ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაშავებულია 17 ადამიანი

რუსებმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაშავებულია 17 ადამიანი

რუსეთის არმიამ წუხელ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო დარტყმა და საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსებზე დრონებით შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციასუკრაინული მედია ავრცელებს.
„ღამის შეტევა ხარკოვზე. მტრის ექვსი დარტყმა, რომელთაგან ორი პირდაპირი დარტყმა საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა. ერთ-ერთ ბინაში ნამსხვრევებმა კედლები გახვრიტეს. "შაჰედის" ძრავის ნაწილი დერეფანში აღმოჩნდა. იმ მომენტში მეპატრონეები სახლში იყვნენ - ისინი მხოლოდ იმიტომ გადაარჩინეს, რომ სხვა ოთახში ეძინათ“, - განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.