ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 60 - დაშავდა

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 60 - დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რამაც ნგრევა, ხანძარი და მსხვერპლი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 60 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვზე დრონების გამოყენებით 17 დარტყმა განახორციელეს.
“პირდაპირი დარტყმები განხორციელდა მრავალსართულიან შენობებზე, კერძო სახლებზე, სათამაშო მოედნებზე, ბიზნეს ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ცეცხლმოკიდებული ბინები, დანგრეული სახურავები, დამწვარი მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები“, - აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.