რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ჯარებმა 7 ივნისის ღამეს ხარკოვზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
„წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის ტერორისტული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო სახლი“, – განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი თქმით, ქალაქს Shahed-ის 53 ტიპის დრონით, ოთხი მართვადი საჰაერო ბომბით და რაკეტებით შეუტია. დაზარალდა კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონები. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოს დაარტყეს.
„სამოქალაქო საწარმოზე თავდასხმის შედეგად 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. დაფიქსირდა ოთხი სახელოსნოს შენობის დაზიანება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს