ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

რუსებმა ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქს და ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქის სლობოდსკოის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს ტერიტორიაზე.
„მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე ხანძარია“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქსა და ქალაქ ხარკოვზე თავდასხმების შედეგად, სულ 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.