რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.
მისივე თქმით, დაჭრილია 6 ადამიანი რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან ჰოსპიტალიზებული, სადაც ისინი ყველა საჭირო დახმარებას იღებენ.
ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში პოლიცია, მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.