რუსებმა უკრაინას 80 დრონით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

რუსულმა ძალებმა 2 ივნისის ღამეს უკრაინას 80 უპილოტო საფრენი აპარატით, „ისკანდერ-M/KN“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით და „ისკანდერ-K“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები იყო ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მტრის 52 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.
საჰაერო დარტყმები 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)