ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს, არის მსხვერპლი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ექვს რაიონში ნგრევა დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
„დედაქალაქს კვლავ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები უახლოვდება. დარჩით თავშესაფრებში“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.