რუსებმა ხარკოვი და კრივი-რიჰი დაბობეს, დაიღუპა 4 ადამიანი, დაინგრა სახლები

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ოსნოვიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერეხოვის თქმით, დარტყმა კერძო სექტორზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი სახლი დაინგრა, 20-მდე სახლი კი დაზიანდა.
მერის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად, რადგან შესაძლოა, მის ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
ამასთან, წუხელ რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰს დაარტყეს, თავდასხმის შედეგად სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, 10 კი - დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.