ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვში პოლიციელების დისლოკაციის ადგილს დაარტყეს, დაიღუპა ერთი პოლიციელი და 46 ადამიანი დაშავდა

რუსებმა ხარკოვში პოლიციელების დისლოკაციის ადგილს დაარტყეს, დაიღუპა ერთი პოლიციელი და 46 ადამიანი დაშავდა

რუსებმა ხარკოვში პოლიციელების დისლოკაციის ადგილს დაარტყეს, დაიღუპა ერთი პოლიციელი და 46 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელზე, ივან ვიგოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსულმა ძალებმა ორი რაკეტა გუშინ საღამოს გაუშვეს.
დღეს დილით ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ამასთან, კიევში საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონის ნამსხვრევები მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.