ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების შემცირების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნუსა ტენგარას პროვინციაში, ლევოტობი ლაკი-ლაკის მთაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცეცხლოვანმა ლავამ 4 კილომეტრის რადიუსში მდებარე 7 სოფელი დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაიწვა და დაზიანდა.
სტიქიის გამო ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა და თავი სკოლის შენობებისთვის შეეფარებინა.
მთა ლევოტობი ლაკი-ლაკი - ერთ-ერთი ცნობილი ვულკანური მწვერვალია კუნძულ ფლორესზე. მან ამოფრქვევა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.