რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმა ადგილობრივ ბაზართან და მაღაზიასთან ახლოს განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე.
„ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, – აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად