ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას 452 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 452 დრონით და რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 6 ივნისის ღამეს 452 დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის კუთვნილი 406 სამიზნე გაანეიტრალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 407 დრონით შეუტიეს. თავდასხმის დროს მათ ასევე გამოიყენეს „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან გაუშვეს, Х-101 ტიპის 36 ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერ-კ“ ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა და Х-31П ტიპის ანტისარადარო რაკეტა.
უკრაინელების მიერ განეიტრალებულ დრონებსა და რაკეტებს შორის იყო : Shahed-ისა და სხვა ტიპის 199 უპილოტო საფრენი აპარატი, „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა, X-101 ტიპის 30 ფრთოსანი რაკეტა. ამასთან, 169 დრონი ლოკალურად დაიკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.