ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა უკრაინას 49 დრონითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 49 დრონითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 49 დრონითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონების გარდა უკრაინის მიმართულებით ერთი „ონიქსის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და ორი Kh-59/69 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 18 ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 5 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.