რუსებმა უკრაინას „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და 103 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და 103 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„5 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით მტრის მიერ გაშვებული 74 დრონი გაანეიტრალა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 28 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 46 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 16 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, დღეს რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი და რვა ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)