ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა პოლტავაში საერთო საცხოვრებელს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა პოლტავის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
„სამწუხაროდ, საცხოვრებელ სახლზე მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შენობის სახურავი ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა რამდენიმე მეზობელი სახლი“, - განაცხადა პოლტავას საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ პრონინმა.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია საოჯახო საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.