არქივი8 აპრილი, 2024, 14:51
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
„დღეს, დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ჩასოვ-იარი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა - დაიღუპა 77 წლის ქალბატონი, დაზიანდა 6 კერძო სახლი“, -აცხადებს ვადიმ ფილაშკინი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები თავს ქალაქ სელიდოვესაც დაესხნენ, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.