ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ ღამით ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს საჰაერო ბომბით დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა საცხოვრებელ უბანს კონტროლირებადი ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინაში 85 წლის ქალი დაიღუპა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხარკოვს დღესაც ბომბავენ, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.