რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, თავდასხმის სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო

რუსულმა ძალებმა 6 აპრილის საღამოს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და საბრძოლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ.
”გუშინ გვიან საღამოს მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, „ისკანდერ-მ“, გაისროლა, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული”, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა დროულად ჩააქრეს. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. დაშავდა ერთ-ერთი მიმდებარე საწარმოს თანამშრომელი.
„შუაღამისას მტერმა განაგრძო ტერორი და შეტევა უკვე სხვა მიმართულებით, Shahed-131/136 ტიპის დრონებით განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალების თითქმის სამსაათიანი საბრძოლო მოქმედების დროს დნეპროპეტროვსკის ცაზე 11 დრონი განადგურდა. ჩამოგდებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენიმე შენობა და ავტომობილი დააზიანა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ