რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 28

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოდესის ოლქში მტრის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 27 კი - დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დარტყმის ეპიცენტრში მოხვდა“, - განაცხადეს მაშველებმა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 20-დან 62 წლამდეა.მათი ინფორმაციით, ავტოსადგომზე მდგომ სატვირთო და მსუბუქ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.