რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაშავდა 26 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 26 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
რუსებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს. თავდასხმების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო დაწესებულება.
ზაპოროჟიეს ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!