არქივი20 დეკემბერი, 2025, 11:52
რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა – 27.
ოდესის რეგიონში პორტის ინფრასტრუქტურაზე 19 დეკემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ხოლო კიდევ 27 დაშავდა.
“ოდესის ოლქში მტრის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 27 კი – დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დარტყმის ეპიცენტრში მოხვდა” – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.