ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით მტერმა კვლავ შეუტია ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა“, – აღნიშნა კიპერმა.
თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს.
გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.