უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური – რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს

რუსებმა ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში მდებარე ენერგეტიკული ობიექტების ტერიტორიასა და ტექსტილის საწყობებში ხანძარი გაჩნდა.
„მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად მუდმივი საჰაერო განგაშისა, მაშველებმა სამოქალაქო გემზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს“, – აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.
რუსული ძალების იერიშების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, პარასკევს რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში თურქული კომპანიის სატვირთო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც გემზე ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე