ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევსა და დნიპროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა კიევსა და დნიპროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაშავებულია 18 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მედიკოსიცაა.

ამასთან, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ორი ადამიანი და 27 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები იწვის. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.