პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ვეშაგურიძე: დაბეჩავებული ხალხი არ და ვერ იბრძვის. თუ დააჯერებ, რომ ეს ცხოვრება მათი მაქსიმუმია და ძალიანაც ბედნიერები არიან

ირაკლი ვეშაგურიძე: დაბეჩავებული ხალხი არ და ვერ იბრძვის. თუ დააჯერებ, რომ ეს ცხოვრება მათი მაქსიმუმია და ძალიანაც ბედნიერები არიან
მეშვიდე კლასში მკითხეს - ჩრდილოეთ კორეა მართლა ასეთი საშინელი ქვეყანაა?
დავუდასტურე. მათ ცოდნას ცოტა კიდევ დავუმატე.
მერე, რატომ არ აპროტესტებენ? რატომ არ იბრძვიან თავისუფლებისთვის?
დაბეჩავებული ხალხი არ და ვერ იბრძვის. თუ დააჯერებ, რომ ეს ცხოვრება მათი მაქსიმუმია და ძალიანაც ბედნიერები არიან, ცრუ იდეებს და იდეალებს შეაყვარებ, კიმ ჩენ ირსაც გულით იტირებენ.
უკვირთ ბავშვებს. ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება შეეგუო ასეთ ცხოვრებას, როგორ შეიძლება ცრუ კერპები შეიყვარო და დაიტირო. სიყვარული ყოველთვის სამართლიანი ჰგონიათ, არც სტოკჰოლმის სინდრომი იციან და არც ის, სტალინს როგორ ტიროდა მისგან გაუბედურებული ხალხი.
საქართველოს მაგალითიც არ ვუთხარი. ჯერ პატარები არიან. და, იმედია, არც მოუწევთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება.
🔖 წერს ისტორიის მასწავლებელი ირაკლი ვეშაგურიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.