ნინო წილოსანი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ

მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ, – განცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„სახელმწიფოსთვის უზომოდ მნიშვნელოვანი არიან დიუშენის სინდრომის ბავშვები. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების სუბიექტები არიან მათი მშობლები და ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ. თუმცა მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ. ამ ყველაფრისგან ქმნიან მათთვის საინტერესო სანახაობას.
სახელმწიფო, ისევე როგორც სამინისტრო, თითოეული ჩვენგანი ვგულშემატკივრობთ და გვერდით ვუდგავართ ყველა ადამიანს, ვისაც სახელმწიფოს ზრუნვა სჭირდება. იმ პირობებში, როდესაც წამალი, რომელზეც მშობლებს განსაკუთრებულად აიმედებენ, დადასტურება არ აქვს მისი ეფექტიანობის, მათ შორის ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მიღებული და აღიარებული. ჩვენი მხრიდან იქნება ყველანაირი სიფრთხილე გამოჩენილი“, – აღნიშნა წილოსანმა.
დიუშენის სინდრომი და პრეპარატი, რომელსაც საქართველოში ითხოვენ – დოკუმენტებითა და ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ წამალს აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია წერს, რომ მისი გამოყენება გრძელდება, მაგრამ დაემატა მკაცრი გაფრთხილებები, მათ შორის ღვიძლის ფატალური დაზიანება. დაფიქსირებულია სიკვდილიანობაც.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო