ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გორდულაძე - ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება - განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს

არჩილ გორდულაძე - ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება - განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს

ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება - ისინი განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლა და შემდეგ „ცალ ფეხზე დგომით პატრონების დავალებების შესრულებაა“.

„ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, იმიტომ რომ განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს. მიზნად მხოლოდ დასახული აქვთ, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ „ცალ ფეხზე დგომით" შეასრულონ პატრონების დავალებები. სწორედ ამიტომ, ყოველთვის დამარცხდებიან ისევე სახელოვნად, როგორც ეს აქამდე მოხდა სხვადასხვა დონის არჩევნებში - იქნება ეს მუნიციპალური, თუ საპარლამენტო. თავიანთი პატრონების დავალების შესრულების შესაბამისად, ეს გადალაგებები, გადმოლაგებები, შერწყმები და გარწყმები, რა თქმა უნდა, შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ის, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის შეფასებები უინტერესოა.

„რიგითი „ნაცაგენტის“, ზურაბიშვილის განცხადებების შეფასება უბრალოდ აზრს მოკლებულია. იგი არის გადაფურცლული ისტორია. მცდელობა იყო, რომ გარე ძალების მხრიდან, ამ ქვეყნის არევისთვის, ის გამოყენებული ყოფილიყო, რაზეც საქართველოს მოსახლეობამ შესაბამისი ადეკვატური პასუხი გასცა. ახლა მისი განცხადებები უბრალოდ უინტერესოა“, - განაცხადა გორდულაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.