არქივი6 ივნისი 2025, 05:53
რუსები უკრაინას დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით უტევენ, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით უტევენ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები რამდენიმე რეგიონში მოქმედებს.
კიევში, გოლოსეევსკის და სოლომენსკის რაიონებში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად კიევში მაშველები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.