კიევის გარდა, რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ლვოვზე, ტერნოპოლსა და ლუცკზე

უკრაინის დედაქალაქ კიევის გარდა, სადაც წინასწარი მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა, რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით რაკეტებით და დრონებით შეუტიეს უკრაინის დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქებსაც.
ტერნოპოლის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ტერნოპოლში 5 ადამიანი დაშავდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ნეგოდას ინფორმაციით, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეტევის შედეგად ტერნოპოლში დაზიანებულია საწარმოები. კონკრეტულად რომელი, ნეგოდას არ დაუსახელებია.
15 დრონით და 6 რაკეტით შეტევის შესახებ იუწყება ვოლინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ლუცკის მერი იგორ პოლიშჩუკი. მისი ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი. დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ზედა სართულები და დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სახლი.
რუსული რაკტებით და დრონებით შეტევა იყო ლვოვის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი და ელექტროგადამცემი ხაზები.
6 ივნისს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს უკრაინის დედაქალაქ კიევსაც. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დილის რვის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანის სიკვდილი. 20 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევში ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ზონებში. დაზიანდა მეტროს ორ სადგურს შორის არსებული ლიანდაგი. კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, კიევის ოლქში დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგები და მატარებლები სარეზერვო მარშრუტებით იმოძრავებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს