“როიტერსი” – მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია “ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ “ტელეგრამის არხზე” გაავრცელა.
ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.
ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის “ეფესბე”-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი “განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით”.
შეგახსენებთ, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში” სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ