მოსკოვში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – როიტერსი

„როიტერსის“ ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა 22 მარტს მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ თავდასხმაზე, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 115.
„როიტერსი“ ეყრდნობა „ისლამური სახელმწიფოს“ საიფორმაციო სააგენტო AMAQ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მათი მებრძოლები თავს დაესხნენ მოსკოვის გარეუბანს, „მოკლეს და დაჭრეს ასობით ადამიანი და გაანადგურეს ტერიტორია, სანამ უსაფრთხოდ დაბრუნდებოდნენ თავიანთ ბაზებზე“.
„როიტერსის“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტოს განცხადება მეტ დეტალს არ შეიცავს.
„როიტერსის“ ცნობითვე, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელს ეყრდნობა და რომლის ვინაობაც არ სახელდება, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვის ოლქში მომხდარ თავდასხმაზე.
„ჩვენ სათანადოდ გავაფრთხილეთ რუსები“, – ამბობს ანონიმური წყარო, რომელიც დამატებით დეტალებზე არ ლაპარაკობს.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…