ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას.
ნიკოლაი პატრუშევმა შეკითხვაზე, ვინ დგას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან, უკრაინა თუ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, უპასუხა, რომ უკრაინა.
„რა თქმა უნდა, უკრაინა“, - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.
ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა მას აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება.
მოსკოვში, გასულ პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.