ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინტერპოლი მზად არის რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

ინტერპოლი მზად არის რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა განაცხადა.
„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას მკაცრად ვგმობ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი აქტი იყო. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებას მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა შტოკმა.
შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს, მათ შორის 5 ბავშვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.