რობინ დანიგანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რობინ დანიგანი 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და „აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა“.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით კი, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, „რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია