არქივი17 მარტი, 2025, 23:07
ჯო უილსონი - მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, - წერს უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.