სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ – კვერს უკრავდით?!

„ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში -ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, -ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.
როგორც წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ. „მორჩა კინო, წადით სახლებში! “დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები.” ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია. ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია.
ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ. წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ – კვერს უკრავდით?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით