თემურ ქათამაძე: ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე,  პატიმარი თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახმარებას სთხოვს
 “მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება. ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის გულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო… მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი,“ – წერს თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში
 შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ბოლო 13 წელია საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობას უშედეგოდ ითხოვს. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე