“რისთვის დავსაჯოთ ვინმე? მკვლელობად შეფასება არასწორია” – ლავროვის მოადგილე გინტურზე

ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ირწმუნება, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას სიტყვა “მკვლელობის” გამოყენება არაკორექტულია.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მოკლულ თამაზ გინტურსა და უკანონოდ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს სდებს ბრალს თავდასხმაში და ამტკიცებს, რომ ისინი რუს მესაზღვრეებს “ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ”.
ის ირწმუნება, რომ რუსი მესაზღვრეები “საერთაშორისოდ ცნობილი წესების ფარგლებში მოქმედებდნენ” და ამის შეფასება მკვლელობად არასწორია.