რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს | ჟენევაში აშშ-ის მისიის განცხადება 59-ე რაუნდთან დაკავშირებით

ჟენევაში -ის მისიის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შეხვედრა დროებით ოკუპირებული რეგიონებისა და ს წარმომადგენლებმა დასრულებამდე დატოვეს, რის გამოც მხარეებმა გარკვეული საკითხების განხილვა ვერ მოახერხეს.
“აშშ წუხს რომ, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მიერ შეხვედრის დატოვების გამო, ვერ მოხერხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, წყლისა და გაზის პრობლემების ბოლომდე განხილვა”, – წერია განცხადებაში, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.
მათივე განცხადებით, საქართველოს 20%-ის ოკუპაცია და განგრძობითი ბორდერიზაცია, რუსული სამხედრო ძალების მიერ, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილია. აშშ მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ძალისხმევას, არ გამოიყენოს სამხედრო ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, გვახსენებს რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული ფაქტი. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ამგვარ ქმედებებს, ისევე როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის დარღვევას, რომელიც 2008 წლის შემდეგ გრძელდება. რუსეთი ერთადერთი მხარეა საქართველოში კონფლიქტის, რომელსაც ამ დრომდე საკუთარი სამხედრო ძალები განლაგებული ჰყავს სხვა ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე, გაეროს წესდების, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულების უხეში დარღვევით”, – წერია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული დარღვევები გახდა მიზეზი საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის. აშშ-ის მისია ჟენევაში სამძიმარს უცხადებს თამაზ გინტურის ოჯახსა და გმობს რუსეთის ქმედებებს.
ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა.
იხილეთ ასევე:
· “რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია” | ლავროვის მოადგილე გინტურის მკვლელობაზე