არქივი16 ივლისი, 2026, 23:03
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი: პუტინის ადგილი ციხეშია (ვიდეო)

“პუტინის ადგილი ციხეშია” — ამბობს, ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავეა და სრულად პასუხისმგებელია ომზე, რომელიც მან უკრაინაში დაიწყო.
სენატორი უიკერი ერთ-ერთია, ორივე პარტიის წარმომადგენელ 80-ზე მეტ ამერიკელ სენატორს შორის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას უჭერს მხარს. ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს - მათ შორის ენერგეტიკას, ფინანსებს, თავდაცვის ინდუსტრიას, ოლიგარქებს და თავად ვლადიმერ პუტინს დააზარალებს, ამასთანავე, რუსული ნავთობის მსხვილ მყიდველებზე ზეწოლას მოახდენს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.