ჩემი მიზანი არის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია, ეს კრიმინალები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას, – ეს განცხადება “ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ნანა კაკაბაძემ ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
ციხე არსებობს კრიმინალისთვის, – თქვა დღეს კაკაბაძემ, რომელიც სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა.
ჩემი მიზანი არის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია. იმას, ვისაც დღეს ოკუპირებული აქვს ოპოზიციის სახელით ოპოზიციური ველი და ფაქტობრივად ვეღარ ხორციელდება რეალური ოპოზიციის გაჩენა, ეს კრიმინალები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც, ეს ის კი არ არის მიზანი ციხეში გაშვება, ეს არის პრევენცია, რომ შემდგომში ასეთმა ტიპის ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ “კრიშად” გამოიყენონ ოპოზიცია, ასეთი ადამიანები აღარ,” – თქვა პროცესის შემდეგ ნანა კაკაბაძემ.




