როგორ მოხვდა მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკური ტერორიზმის სამიტზე? – შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თავად გახსნა კონფერენცია, სადაც მრავალი ქვეყნიდან საგარეო საქმეთა მინისტრები პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვიეს. რუბიოს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე არ უსაუბრია, ილაპარაკა ტერორიზმზე, რომელიც გლობალური საფრთხეა და მიიწვია დიპლომატები იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც შტატებს ჯერ კიდევ აკავშირებს ან აკავშირებდა ანტიტერორისტული თანამშრომლობა.
სწორედ ამ ნიშნით მოხვდა მაკა ბოჭორიშვილი მინისტერიალზე, რომელში მონაწილეობაც, ქართულმა ოცნებამ უკვე წარმოაჩინა, როგორც შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის ნაბიჯად.
ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალის მნიშვნელობაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა თამარ ტალიაშვილმა – შტატებში საქართველოში ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე მნიშვნელოვანია.
შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმების შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობები თითქმის პარალიზებულია. ქართული ოცნების მჭიდრო კავშირებმა რუსეთთან და ანტიამერიკულმა პოლიტიკამ ამერიკასთან მრავალწიანი პარნტიორობაა ჩიხში შეიყვანა. რა პოლიტიკა აქვს შეერთებულ შტატებს? – თუკი აქამდე იყო მოსაზრება რომ ტრამპი რადიკალური სანქციების გზას არ ემხრობა, ეს მოსაზრება რუსეთის წინააღმდეგ სენატში ინიცირებულმა პაკეტმა დაამსხვრია.
პერსონალური სანქციები ვალდიმიტ პუტინს, რუს ოლიგარქებს, პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას და გაზრდილი ტარიფები რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილ მყიდელებს – ეს არის რუსეთის სანქცირების 2026 წლის აქტი, რომელიც ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ წარადგინაა, რათა რუსეთმა უკრაინაში ომის დაფინანსება ვეღარ შეძლოს.
ამერიკის კონგრესი გაძლიერებულიი ძალისხმევით იწყებს ბრძოლაა პუტინის საომარი მანქანის დაფინანსების შესაჩერებლად. აქტი, რომელიც დიდი ალბათობით სენატში დამტკიცდება, ხელმოსაწერად ტრამპისს გადაეგზავნება და ამშინნ ამერიკული სანქციები მთელი სიძლიერით ამოქმედეება არა მხოლოდ რუსეთის მმართველი ელიტის წინააღმდეგ, არამედ, იმ მესამე ქვეყნების წინაღმდეგაც, ვინც დღემდე რუსეთთან ვაჭრობით ომის დასრულებას ეწინააღმდეგება. სენატორები ამბობენ, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიან.




