ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ღვთის განცხადების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ღვთის განცხადების დღესასწაულს ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს.
„ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტესშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს და სიკეთეს, სიხარულს უსურვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.