რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს.
როგორც სააგენტოს მიმართვაშია აღნიშნული, შობა განახლების, იმედის დღეა, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებულად ელის და ზეიმობს.
„მართლმადიდებლები ქრისტეშობას ზეიმობენ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, ქრისტეშობას აღნიშნავს, როცა ბეთლემის პატარა გამოქვაბულში მხსნელი – მაცხოვარი იშვა და კაცობრიობის ისტორიაში ათვლის ახალ წერტილს დაუდო სათავე. შობა განახლების, იმედის დღეა, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებულად ელის და ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობასა და წარმატებებს გისურვებთ“, – ნათქვამია სააგენტოს მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ