არქივი3 იანვარი, 2024, 07:50
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულს ულოცავს
დღეს, 3 იანვარს, შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
შიიტ მუსლიმებში ეს დღე ქალთა დღედ არის აღიარებული. წმ. ფატიმას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ამ დღეს ულოცავს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.