ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ ეკლესიას ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ ეკლესიას ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.
„შობა ის ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.